Sunday, December 22, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა! მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ კარგი მითითებები. ყველას ნამუშევარი საინტერესოა! მადლობა ტრენერს და კოლეგებს! გისურვებთ წარმატებებს!

Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მერვე დღე

დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე.

პროექტის პორტფოლიო

Saturday, December 7, 2013

ჩემი პროექტის პუბლიკაცია



             ბროშურა

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:


რა მოხდებოდა რომ ვერ ვხედავდეთ?


თემატური კითხვები:

რამდენ ხანს ვატარებთ კომპიუტერთან?
რა მიზნით მოვიხმართ მას?

შინაარსობრივი კითხვები:

თვალის რომელ განყოფილებაში მიიღება საგნის გამოსახულება?
სად მიიღება გამოსახულება ახლომხედველობისა და შორსმხედველობის დროს?

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით საგნობრივ სტანდარტებს. განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. აუცილებელია პროექტების აგება სტანდარტების გათვალისწინებიტთ. მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში იყენებენ. შემდეგ ხდება სასწავლო ამოცანების შემუშავება.
   შევარჩიეთ მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი).

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ტრენინგის მიზანს. გაგვაცნეს ტრენინგის ხანგრძლივობა. ინტელის მიზანი შევისწავლეთ. შევქმენით პორტფოლიო. გავაკეთეთ ბლოგი.ჩავინიშნე საშინაო დავალება. წავიკითხო პირველი მოდულის სამი აქტივომა. მოვიფიქროთ იდეა საკუთარი პროექტის იდეა.ვისწავლეთ ფონების შეცვლა ბლოგზე.